16 იანვარი, პარასკევი, 2026
16 იანვარი, პარასკევი, 2026

ვატო შაქარიშვილი: უკრაინის ეკონომიკა და სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა – ეს სამარცხვინო შემობრუნება განსაკუთრებით ბრაზის მომგვრელია ქართველი ხალხისთვის, რომელსაც გვეუბნებოდნენ, რომ დიდ გამარჯვებაში მონაწილეობის შანსს ვუშვებდით ხელიდან

„უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არის“ – ყველას გვახსოვს გეოგრაფიის ეს გაკვეთილი მაკრონისგან. ახლა, მისმა მეგობარმა, მერცმა გვითხრა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და დიდ მეზობელთან სტრატეგიული ბალანსის მიღწევა, ევროპის გადარჩენის და განვითარების აუცილებელ პირობად გამოაცხადა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როდესაც არამეზობელმა, ოდესღაც მათმა მთავარმა პატრონმა აშშ-მა “თავში წამოარტყა და ევროპული ქვეყნის ტერიტორიის მითვისება გადაწყვიტა”, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანა და უმნიშვნელოვანესი მეზობელია, ეს სამარცხვინო შემობრუნება კი განსაკუთრებით ბრაზის მომგვრელია ქართველი ხალხისთვის, რომელსაც გვსიჯდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენების საშუალება არავის მისცა.

შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან და 78-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ახალი მსოფლიო რეალობის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.

„უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არის“ – ყველას გვახსოვს გეოგრაფიის ეს გაკვეთილი მაკრონისგან. ახლა, მისმა მეგობარმა, მერცმა გვითხრა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და დიდ მეზობელთან სტრატეგიული ბალანსის მიღწევა, ევროპის გადარჩენის და განვითარების აუცილებელ პირობად გამოაცხადა…

მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, 10 მილიონი დევნილად აქციეს, მილიონობით ადამიანი ამ მომენტში ყინვისგან და შიმშილისგან იტანჯება, უკრაინის ეკონომკა და სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, ამასობაში საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, ეკონომიკურ სტაგნაციაში შეიყვანეს, მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირეს, ჯიბიდან ფული ამოუღეს და უკრაინაში გაგზავნეს, რიგით ევროპელებს უსაფრთხოება წაართვეს და ეს ყველაფერი რუსეთის დამარცხების, აპრიორი უტოპიურ მიზანს შეწირეს… მაგრამ, როდესაც არამეზობელმა, ოდესღაც მათმა მთავარმა პატრონმა აშშ-მა თავში წამოარტყა და ევროპული ქვეყნის ტერიტორიის მითვისება გადაწყვიტა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანა და უმნიშვნელოვანესი მეზობელია…

ეს სამარცხვინო შემობრუნება განსაკუთრებით ბრაზის მომგვრელია ჩვენთვის – ქართველი ხალხისთვის, რომელსაც გვეუბნებოდნენ, რომ დიდ გამარჯვებაში მონაწილეობის შანსს ვუშვებდით ხელიდან, რომელსაც გვსიჯდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ მშვიდობა გვინოდა და არ ვაძლევდით საშუალებას „საზარბაზნე ხორცად“ გამოვეყენებინეთ, რომელსაც წელიწადში 3-4 გადატრიალების მცდელობას უწყობდნენ იმიტომ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით რუსეთის წინააღმდეგ…

საკმარისზე მეტი გაკვეთილი მივიღეთ იმისათვის, რომ დასკვნები გამოვიტანოთ – ევროკავშირის მხილება აღარ არის საკმარისი და საჭიროა ქმედითი ცვლილებები.

საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან(78-ე მუხლი) და ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განისაზღვროს ახალი მსოფლიო რეალობის შესაბამისად.” – წერს ვატო შაქარიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები