დავით ქართველიშვილი: სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა

პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

“პარალელურად, სან-მარინოსა და ანდორას მთავრობაში, ასევე ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა.

ლუქსემბურგისა და ლიხტენშტეინის მინისტრები ამ თათბირებს ონლაინ-რეჟიმში, „ზუმით“ შეერთდებიან.

ღონისძიებები მიზნად ისახავს უსაფრთხოების საკითხების ერთობლივ განხილვას, განსაკუთრებით რეგიონის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით”, — წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...