იულია ტიმოშენკომ უკრაინის ხელისუფლებას ფაშისტური რეჟიმი უწოდა

“ბატკივშინას” ხელმძღვანელმა, იულია ტიმოშენკომ, უკრაინის ხელისუფლებას ფაშისტური რეჟიმი უწოდა.

უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, ტიმოშენკომ განაცხადა, რომ აპირებს თქვას, თუ “რა ხდება რეალურად ქვეყანაში” და უკრაინის დატოვებას არ აპირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი დეპორტაციის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“მე აქ ვიქნები, სანამ უკრაინა არ გათავისუფლდება ამ ფაშისტური რეჟიმისგან” – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა, კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის, “ბატკივშინას” ოფისში, ჩხრეკა ჩაატარეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...