16 იანვარი, პარასკევი, 2026
16 იანვარი, პარასკევი, 2026

დავით ქართველიშვილი: უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით – ჭყონიამ “შიმშილის პირას” მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა

რაც უკრაინაში ომია, ჭყონიას გაათმაგებული ვაჭრობა აქვს აგრესორ რუსეთთან, საიდანაც “კოკა-კოლას” სათაო ოფისიც კი გავიდა, მაგრამ ჭყონიამ ის სარფიანად და ლამის, მონოპოლისტურად ჩაანაცვლა – წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სწორედ რუსეთში, უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით – ჭყონიამ “შიმშილის პირას” მყოფ ქვეყანაში თავისი “შხამკვების” 28-ე ობიექტი გახსნა.

„რაც უკრაინაში ომია, ჭყონიას გაათმაგებული ვაჭრობა აქვს აგრესორ რუსეთთან, საიდანაც “კოკა-კოლას” სათაო ოფისიც კი გავიდა, მაგრამ ჭყონიამ ის სარფიანად და ლამის, მონოპოლისტურად ჩაანაცვლა.

პარალელურად, თავის ოჯახის წევრებთან ერთად, ოპოზოციის მიტინგი არ გამოუტოვებია “ოლე-ოლეს” ყვირილით, რომ ქვეყანას საზიღარი რუსეთისკენ მიაქანებენ, ხოლო საწყალი და გაღატაკებული მოსახლეობა ამ “რუსული რეჟიმის” პირობებში შიმშილით იხოცება. სწორედ რუსეთში, უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით – ჭყონიამ” შიმშილის პირას” მყოფ ქვეყანაში თავისი “შხამკვების” 28-ე (თბილისში – 21-ე) ობიექტს ხსნის. მის ფულს ხომ სუნი არ ასდის, ისევე – როგორც გემო არა აქვს მის პროდუქციას..“ – წერს ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები