ეკა სეფაშვილი: მივესალმები სამშვიდობო ძალისხმევას და ამ სისხლისმღვრელი, უამრავი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნებისმიერ მშვიდობიან ნაბიჯს

„დიალოგი ყოველთვის უკეთესი ფორმაა, ვიდრე კომფლიქტი, ომი, ძალადობა და მსგავსი ქმედებები,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა და დასძინა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნებისმიერ არაძალადობრივ ნაბიჯს მიესალმება.

„დიალოგი ყოველთვის უკეთესი ფორმაა, ვიდრე კომფლიქტი, ომი, ძალადობა და მსგავსი ქმედებები. ეს დიალოგი დაგვიანებულიც კი მგონია და ვფიქრობ უფრო ადრეც უნდა გადადგმულიყო შესაბამისი ნაბიჯი. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები სამშვიდობო ძალისხმევას და ამ სისხლისმღვრელი, უამრავი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნებისმიერ მშვიდობიან ნაბიჯს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...