ეკა სეფაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ დავასთან დაკავშირებით: ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ შემოწმდეს, კანონი ნამდვილად უზენაესია მათთვის, თუ ამოსავალი წერტილი პირადი პოლიტიკური სიმპათია და ანტიპათიაა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ დავასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბრიტანეთის მაუწყებლისთვის, ეს არის ერთგვარი ტესტი, რათა დაამტკიცოს ერთგულება კანონის წინაშე.

„BBC-ს აქვს კარგი შანსი, დაამტკიცოს, რომ იგი ერთგულია თავის რეგულაციებისა და პრინციპების, რომელიც იცავს სიტყვის თავისუფლებას და უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირუთვნელი და რეალური ინფორმაციის მიწოდებას.

ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ შემოწმდეს, ეს რეგულაციები განურჩევლად ყველაზე ვრცელდება, კანონი ნამდვილად უზენაესია მათთვის, თუ მათთვის ამოსავალი წერტილი პირადი პოლიტიკური სიმპათია და ანტიპათიაა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...