16 იანვარი, პარასკევი, 2026
16 იანვარი, პარასკევი, 2026

ლაშა ბუღაძე გრენლანდიაში სამხედროების გაშვებაზე: თუკი სადმე უნდა იყოს ევროპელი სამხედრო – უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ! მანდ გაეშვათ სამხედროები, თუკი შეეძლოთ ან შეუძლიათ გაშვება

გრენლანდიაში სამხედროები ჩასულან ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებით… მთელი ჩემი არსებით ევროფილი ვარ და ასედაც დავრჩები ყოველთვის, მაგრამ ეს რა მატრაკვეცობაა ბოლოს და ბოლოს… თუკი სადმე უნდა იყოს ევროპელი სამხედრო – უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ! მანდ გაეშვათ სამხედროები, თუკი შეეძლოთ ან შეუძლიათ გაშვება- ამის შესახებ ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბუღაძეს მიაჩნია, რომ უკრაინაშია ევროპელი ჯარისკაცი საჭირო და არა გრენლანდიაში.

„გრენლანდიაში სამხედროები ჩასულან ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებით… მთელი ჩემი არსებით ევროფილი ვარ და ასედაც დავრჩები ყოველთვის, მაგრამ ეს რა მატრაკვეცობაა ბოლოს და ბოლოს… თუკი სადმე უნდა იყოს ევროპელი სამხედრო – უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ! მანდ გაეშვათ სამხედროები, თუკი შეეძლოთ ან შეუძლიათ გაშვება – თუნდაც სიმბოლურად, პოზიციის საჩვენებლად!.. ამერიკისგან რომ რეალური საფრთხე არ შეექმნებათ, ამიტომაც უშვებენ… და მერე უკვირთ, ამ უძალობისა და რიტორიკულობის გამო ყველა ბნელსა და არამზადას აგდებული რომ ჰყავს ევროპა!.. უკრაინაშია ევროპელი ჯარისკაცი საჭირო, რა გრენლანდია, ღმერთო ჩემო!.. საფრთხის სიმულაცია რეალური საფრთხის უგულებელყოფით – აი, ესაა დიდწილად დასავლეთის პოლიტიკა თუნდაც ბოლო 30 წლის განმავლობაში!“- წერს ბუღაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები