მედია: ირანში დაკავებულ 26 წლის ახალგაზრდას სიკვდილით აღარ დასჯიან

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით აღარ დასჯიან. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სოლთანი ქალაქ კარაჯის ცენტრალურ პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მას ბრალად „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებას, შეთქმულებაში მონაწილეობასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩართვა“ ედება, რაც პატიმრობას და არა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

პრკორატურა განმარტავს, რომ ახლაგაზრდა აქტივისტის სიკვდილით დასჯა თავიდანვე არ იყო დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სოლთანის ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, რამაც ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...