14 იანვარი, ოთხშაბათი, 2026
14 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

შალვა პაპუაშვილი: 27 წლის წინ, პატრიარქმა მიმართა პარლამენტს და მოუწოდა სახელმწიფო დროშად იმ გამოსახულების დაბრუნება, რომლის ქვეშაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ქართველი ხალხი. გილოცავთ ქართული დროშის დღეს!

დღეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს – სახელმწიფო დროშის დღეა!, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულება ჩვენი ერის ისტორიისა, 1700 წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ.

,,დღეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს – სახელმწიფო დროშის დღეა!

27 წლის წინ, 1999 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტს და ხაზგასმით და ხმამაღლა მოუწოდა საქართველოს სახელმწიფო დროშად იმ გამოსახულების დაბრუნება, რომლის ქვეშაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ქართველი ხალხი, რომლითაც ეკურთხებოდნენ ქართველი მეფეები და რომელიც იქცა ჩვენი ერის მთლიანობის, სიძლიერის და განუყოფლობის სიმბოლოდ.

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულება ჩვენი ერის ისტორიისა, 1700 წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ.

„ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი. ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი.“ – წერდა ილია ჭავჭავაძე თავის საახალწლო მიმართვაში, 130 წლის წინ. მისი სული ხარობს დღეს, როდესაც ხედავს თავის სამშობლოს, თავისუფალს, ლაღს, დამოუკიდებელს, თავისთავზე დაფუძნებულს და მისთვის საოცნებოს.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2026 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყის, ქართული დროშის დღეს!“- წერს პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები