პრემიერი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან. განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...