ეკა სეფაშვილი: ევროკომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით, ადასტურებს იმას, რომ გლობალური ომის პარტიის მიზნები შესრულებული არ არის

„ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და დემოკრატიის დაცვა საჭიროა როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე 60 %-ით გაზარდოს არასამთავრობო სექტორის დაფინანსება.

როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკომისიის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ „დიფ სთეითის“ ამოცანა ბოლომდე ვერ სრულდება.

„ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება გაზარდოს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როგორც ჩანს, გლობალური ომის პარტიის მიზნები შესრულებული არ არის არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში. ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და დემოკრატიის დაცვა საჭიროა როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან,“ – განაცხადას ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...