„შეიძლება თუ არა ჩუჩის გადაწევა?“ – საზოგადოებას ამ კითხვით მიმართავს კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC – ის ფილმში “კამიტის კვლევის” ავტორად არის მითითებული და პედიატრი ძმები ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებენ.
„ჩუჩის ძალისმიერი გადაწევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამ დროს, შეიძლება დაზიანდეს მიმდებარე ქსოვილები, გამოვიწვიოთ სისხლდენა, მეორადი შეხორცების უბნები და ამ შემთხვევაში უკვე ნამდვილად შეიძლება დაგვჭირდეს ჩარევა. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ნაზი გადაწევა, ანუ, სადამდეც კანი გაგვიშვებს შესაძლებელია და ამ დროს შეგვიძლია ჩვენ ირგვლივ გავწმინდოთ როდესაც ჩავბანთ ბავშვს.
ზოგადად ჩუჩის გადასვლის დრო არის ძალიან ინდივიდუალური. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში თითქმის მხოლოდ 5%-ში შეიძლება გადავიდეს. ერთი წლის შემდეგ დაახლოებით 50%-ში, ხოლო 3 წლამდე დაახლოებით 90%-ში შეიძლება გადავიდეს ჩუჩა. ოღონდ დავიმახსოვროთ, ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური და უფრო მოზრდილ ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს ფიზიოლოგიური ფიმოზი“- ნათქვამია ვიდეოში.
ასევე, საზოგადოებას მიმართავენ, კომენტარებში დაუწერონ, „თქვენს შვილს როდის გადაუვიდა ჩუჩა“.









