13 იანვარი, სამშაბათი, 2026
13 იანვარი, სამშაბათი, 2026

შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის“ ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური. თუმცა, დღემდე, არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსსა თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში

სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის“ ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური, – წერს სოციალურ ქსელში საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, დღემდე, არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში.

„როდესაც, დღევანდელი დღესავით, მომავალშიც ვიხილავთ ზოგიერთი უცხოური საელჩოს კოორდინირებულ, ცილისმწამებლურ ფლეშმობს „პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე“, გვახსოვდეს, ვინ გვაკრიტიკებს.

ცნობისთვის, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის“ ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური. თუმცა, დღემდე, არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში იმ ქართველი მოსამართლეებისთვის, რომლებიც მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმის ობიექტად აქციეს.

არადა, ბოდიში მოსახდელი აქვთ“, – წერს პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები