ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი ესტონურ მედიასთან ინტერვიუს დროს კითხვას სვამს, თუ რამდენად შეუძლიათ ჟურნალისტებს შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ან დამალონ სიმპათია გარკვეული პოლიტიკური ძალების მიმართ.
„სერიოზული კითხვაა: რამდენად შეუძლიათ ჟურნალისტებს შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ან დამალონ სიმპათია გარკვეული პოლიტიკური ძალების მიმართ?! გაუგებარია, როგორ შეიძლება თავმოყვარე ჟურნალისტმა ან მედია სახლმა პარტიას, რომელსაც საზოგადოებაში თითქმის 50-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ულტრამემარჯვენე უწოდოს სრულიად სერიოზული სახით“, – განაცხადა მედისონმა.









