ტონი ბლერის მთავრობამ ჩვენს ქვეყანაზე ხანგრძლივი გავლენა მოახდინა და მომდევნო მთავრობებმა ვერ შეძლეს იმ კანონების გაუქმება, როგორიცაა ადამიანის უფლებათა აქტი, კონსტიტუციური რეფორმის აქტი და კლიმატის ცვლილების აქტი – კანონები, რომლებმაც ბრიტანეთი ტექნოკრატიულ სტაგნაციაში ჩაკეტეს. მას ამაში ეხმარებოდნენ მისი მოკავშირეები, კლინტონი და ობამა, რომლებიც ამერიკაშიც იმავე პროცესის წარმართვას ცდილობდნენ, საკუთარი ხალხის „დიპ სტეიტში“ განთავსებით, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მე-6 ეპიზოდში.
მან ევროკავშირს “ტექნოკრატიული, ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარი” უწოდა, ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი სერიოზულ კრიზისშია, ვინაიდან არჩეული პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ მთავრობის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ფუნქციონირებას.
“ევროკავშირი, ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების კიდევ ერთი თავშესაფარია. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის ისტორია სავსეა მემარცხენე ადამიანებით, რომლებსაც სძულდათ ბრიტანეთი, რომლებსაც სურდათ გლობალისტური დღის წესრიგის მხარდაჭერა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა სერიოზულ კრიზისშია. ის უმართავი გახდა. არჩეული პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ მთავრობის ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარმართვას ტონი ბლერისა და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილი კანონების ქსელის გამო. რა თქმა უნდა, ამის შეცვლა ძალიან რთული იქნება. მაგრამ თუ გვსურს ბლერის სახლიდან თავის დაღწევა, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გავაუქმოთ ეს კანონები, მაგრამ ასევე უნდა დავიკავოთ ის პოზიციები, რომლებსაც თანამდებობები მიანიჭეს ტონი ბლერმა და გორდონ ბრაუნმა, რომლებიც არ იზიარებენ იმ იდეოლოგიას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას შეძლებს. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა გაიგოს, თუ რატომ ვართ იქ, სადაც ვართ და რა უნდა გავაკეთოთ ბრიტანეთში ნამდვილი კონტრრევოლუციის მისაღწევად.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.









