გიორგი სოსიაშვილი გაეროს პროგნოზზე, რომ საქართველო 2026 წელს ამიერკავკასიის ლიდერი იქნება: გაეროს პროგნოზი და არსებული კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი სწორი გეზი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის განვითარების, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ეხმიანება გაეროს პროგნოზს, რომლის თანახმადაც საქართველო ამიერკავკასიაში 2026 წელს ლიდერი ქვეყანა იქნება.

სოსიაშვილის განცხადებით, გაეროს პროგნოზი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორი სწორი გეზი უჭირავს საქართველოს ხელისუფლებას.

„გაეროს პროგნოზი და არსებული კვლევები აჩვენებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი სწორი გეზი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის განვითარების, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ეს შედეგები სახეზეა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გახდა ამიერკავკასიაში ლიდერი სახელმწიფო, მისაბაძი სახელმწიფო ყველასთვის, თუ როგორ უნდა განავითაროს ხელისუფლებამ სწორი გეზით ქვეყნის მომავალი და როგორ უნდა იქნეს შემდეგ აგებული ამ ყველაფერზე ეკონომიკა. ეს არის ამის დამადასტურებელი“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...