კლიჩკომ მოუწოდა მოსახლეობას, რომ, ვისაც შეუძლია, კიევი დატოვოს

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქის ათასობით სახლში არ არის ელექტროენერგია და მათ არ მიეწოდებათ გათბობა. შესაბამისად, კლიჩკოს თქმით, ვისაც ქალაქიდან გასვლა შეუძლია, ის უნდა დატოვოს. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

კლიჩკოს თქმით, ყველა საქალაქო სამსახური საგანგებო სიტუაციის რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, უკრაინაში ამინდიც გაუარესებულია.

„თუ დროებით შეგიძლიათ დედაქალაქის დატოვება, ეს გააკეთეთ. წადით იქ, სადაც არსებობს გათბობის და დენის ალტერნატიული წყაროები“, – განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერი ამბობს, რომ 8-9 იანვარს ღამით რუსული ძალების მიერ განხორციელებულმა შეტევამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბოლო ხნის განმავლობაში.

რუსულმა ძალებმა კომბინირებული იერიშის დროს დრონები, ბალისტიკური რაკეტები და „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. 4 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა.

კიევში ამჟამად 6 ათასამდე სახლს დენი და გათბობა არ მიეწოდება. დაახლოებით 417 ათას ოჯახს ელექტროენერგია არა აქვს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...