არჩილ გორდულაძე: არავინ საუბრობს აშშ-თან დაკავშირებით, სადაც გამოყენებულ იქნა ის საშუალება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული მასების მართვის ერთ-ერთ საშუალებად, მხოლოდ საქართველოში მოიწამლნენ თურმე ადამიანები, რომელთა საქმეც საბოლოო ჯამში გაპუტულ თუთიყუშამდე არის დასული

არავინ საუბრობს აშშ-თან დაკავშირებით, სადაც გამოყენებულ იქნა ის საშუალება, რომელიც კანონით, საერთაშორისო პრაქტიკით არის გათვალისწინებული, ქიმიური ნივთიერება გამოყენებული მასების მართვის ერთ-ერთ საშუალებად, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გორდულაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არავინ საუბრობს, მხოლოდ საქართველოში დავიდა საკითხი გაპუტულ თუთიყუშამდე.

„იქ არავინ არ საუბრობს ადამიანების მოწამვლასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მოიწამლნენ თურმე ადამიანები, რომელთა საქმეც საბოლოო ჯამში გაპუტულ თუთიყუშამდე და პატრონზე გაბრაზებულ ძაღლამდე არის დასული. ახლაც სავარაუდოდ ამ თუთიყუშზე და ძაღლზე მოუყვებიან სხვადასხვა უცხოურ ტელევიზიას, თუ უცხოელ აქტორს საქართველოში მოქმედი აგენტურის წარმომადგენლები.“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...