10 იანვარი, შაბათი, 2026
10 იანვარი, შაბათი, 2026

არჩილ გორდულაძე ე.წ კამიტით მოწამვლის თემაზე: ნიკა გვარამია საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების და ჟურნალისტიკის დასამარების მცდელობის ერთ-ერთი უმთავრესი ავტორია. საინტერესოა, რომ ზუსტად სიცრუის გამავრცელებელი დგას იმ კამპანიის უკან, რომელსაც ყველანი ვხედავთ

ყველაზე საინტერესო ის არის, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვისი წარმოებულია, ეს არის ნიკა გვარამია, პატიმრობაში მყოფი პირი, რომელიც გამოიყენეს ამ კამპანიის დასაორგანიზებელად, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ე.წ „კამიტის საქმეზე“ საუბრისას.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, „კამიტის საქმის“ მთავარი შემოქმედი ნიკა გვარამიაა, რომელიც ე.წ გებელსისეული მეთოდით ცდილობს საზოგადოებაზე ზემოქმედებას.

„ნიკა გვარამიას ნათქვამიც გვახსოვს, რომ „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტებს, მთავარი არის აღქმები და აღქმების შესაქმნელად აბსოლუტური ტყუილი უნდა იქნას გამოყენებული ათასჯერ, რომ შემდეგ ეს სიმართლედ იქცეს“. ზუსტად ასე იქცეოდნენ 1930-იან და 1920-იან წლებში ფაშისტური ქვეყნები, გებელსისეული ხელწერა. ჯერ უნდა შეიქმნას ერთი ე.წ წყარო, რომელსაც შედეგ უკვე მოიხმობენ უცხოელები ქართველებს, ქართველები უცხოელებს, რომელთა უკანაც ერთი და იგივე ძალები დგანან, რომელთა მიზანიც ისევ და ისევ საქართველოზე თავდასხმაა“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები