10 იანვარი, შაბათი, 2026
10 იანვარი, შაბათი, 2026

არჩილ გორდულაძე: უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ ჩვენი გუნდის წევრების მიერ აღნიშნული ფაქტები დასტურდება აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ ვენეციის კომისია, რომ ისინი პოლიტიზირებულ დასკვნებს დებდნენ

უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ ჩვენი გუნდის წევრების მიერ აღნიშნული ფაქტები დასტურდება ხოლმე აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ ვენეციის კომისია, რომ ისინი პოლიტიზირებულ დასკვნებს დებდნენ,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გორდულაძის განცხადებით, ვენეციის კომისია გასცდა საკუთარ დანიშნულებას და გახდა პოლიტიზირებული, ნაცვლად სამართლებრივი საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა, საქართველოს მიმართ დაიწყო პოლიტიკით გაჯერებული დოკუმენტების გამოქვეყნება.

„თითოეული მათ მიერ დასმული საკითხი დაცლილი არის სამართლებრივი შეფასებებისგან. მაშინ, როდესაც ვენეციის კომისია არის სარეკომენდაციო ხასიათის, დასკვნის გამცემი ორგანო, რომლისთვისაც მთავარი არის საერთაშორისო სტანდარტებზე და ზოგადად კანონის უზენაესობასთან, ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე გააკეთოს რომელიმე კანონთან, ან კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთოს სამართლებრივი შეფასება და შემდეგ რჩევები, რეკომენდაციები, მისცეს ევროსაბჭოს წევრ შესაბამის ქვეყანას. ბოლო წლების განმავლობაში არცერთი სამართლებრივი და მთლიანად პოლიტიკით გაჯერებული დოკუმენტები იდებოდა ხოლმე საქართველოს მიმართ და როდესაც სამართლებრივი საკითხებით იყო დაკავებული ვენეციის კომისია, ჩვენც ვუსმენდით და ხშირ შემთხვევაში ვითვალისწინებდით მათ რჩევებს. მაგრამ ბოლო ხანების განმავლობაში ვხვდებით, რომ პოლიტიკა გახდა მთავარი ამ ორგანოსათვის, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები ვართ და ჩვენთვის, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მისი ერთ-ერთი ორგანოს – ვენეციის კომისიის რეპუტაცია და მისი დანიშნულება, საქმიანობა იყოს უზრუნველყოფილი და პრაქტიკაში გატარებულიც“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები