„როცა ნახეს, რომ 2026 წელი ცარიელი დღის წესრიგით დაიწყეს, თქვეს იქნებ რამე თემა გავააქტიუროთო. მიმართეს თავიანთ პატრონებს, ჩაწერეს ეს ვიდეორგოლი, ვითომ ვიღაც მოიწამლა და დაიხმარეს მათი საინფორმაციო საშუალებები,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში, 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილეების მიერ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიასთან და გავრცელებულ ვიდეო რგოლთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც ამტკიცებენ, რომ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ და დასავლეთს საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ.
„როცა ნახეს, რომ 2026 წელი ცარიელი დღის წესრიგით დაიწყეს, თქვეს იქნებ რამე თემა გავააქტიუროთო. მიმართეს თავიანთ პატრონებს, ჩაწერეს ეს ვიდეორგოლი, ვითომ ვიღაც მოიწამლა, დაიხმარეს მათი საინფორმაციო საშუალებებიც.
კარგად ვხედავთ, რომ მსოფლიოში უკვე დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიც სამწუხაროდ ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში – BBC-ის და სხვადასხვა სააგენტოების სახით, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.









