დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს წერილი გაუგზავნა – „თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ პრინციპების დასაცავად, რწმენა, ოჯახი, სუვერენულობა, აშშ ამ სიმამაცით აღფრთოვანებულია“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საარჩევნო კამპანიაში წარმატებები უსურვა.

10 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ავრცელებს მინაწერით – „სიყვარულით ვაშინგტონიდან!“, ტრამპი ორბანს უნგრეთში მოწვევისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი გუნდი „კონტაქტზე იქნება“.

„თქვენი ლიდერობა მაგალითი უნდა იყოს მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის. თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ, რათა დაიცვათ პრინციპები, რომლებიც უნგრეთს ასეთ საოცარ ადგილად აქცევს – რწმენა, ოჯახი და სუვერენულობა. ამერიკა ამ სიმამაცით აღფრთოვანებულია. ამასთან, მე მსურს, წარმატება გისურვოთ უნგრეთში თქვენს საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის წერილში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...