4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

აშშ-ის გენერალური პროკურორი: სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლა ან თავდასხმა ფედერალური დანაშაულია – თუ ამ წითელ ხაზს გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ და გაგასამართლებენ, ნუ გამოცდით ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას

აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით „მშვიდობიანი პროტესტი ამერიკელების წმინდა უფლებაა, რომელიც დაცულია კონსტიტუციის პირველი შესწორებით”.

გენერალური პროკურორი აფრთხილებს ყველას, რომ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის შეფერხება, დაბლოკვა ან მათზე თავდასხმა ფედერალურ დანაშაულს წარმოადგენს და თუ ვინმე ამ წითელ ხაზს გადაკვეთს, ყველანი პასუხისგებაში მიეცემიან.

„ფედერალური სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლა, დაბრკოლება ან თავდასხმა ფედერალური დანაშაულია. ასევე, ფედერალური ქონების დაზიანებაც წარმოადგენს დანაშაულს. თუ ამ წითელ ხაზს გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ და გაგასამართლებენ. ნუ გამოცდით ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას“, – წერს პამელა ბონდი პლატფორმა X-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.