დავით ჩიხელიძე ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილზე: ჯერ ერთი, ვინ გიწყალებს, მეორე – ამაზე იტყვის ვინმე რომ “მშვიდობიანი მომიტინგეა”? კიდევ ძალაზე რომ საუბრობს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი მომიტინგის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ხელისუფლებას შემდეგნაირად მიმართავს: “მივმართავ “ქოც-რუსებს”: შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება, ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა”.

ჩიხელიძის თქმით, ჯავახიშვილის შეწყალებას არავინ აპირებს, ამასთან, “მშვიდობიანი მომიტინგე”, კვლავ ძალაზე საუბრობს.

“ჯერ ერთი, ვინ გიწყალებს შე ავადმყოფო, მეორე – ამაზე იტყვის ვინმე რომ “მშვიდობიანი მომიტინგეა”? კიდე ძალაზე რომ საუბრობს, დაუმატებენ წლებს და მონათლავს შემდეგ ნანულა პოლიტპატიმრად… არ გასწორდების კუდი ძაღლისა,” – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...