ფრიდრიხ მერცი – უკრაინა ჰუმანიტარული ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა ფრიდრიხ მერცი – უკრაინა ჰუმანიტარული ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა

უკრაინა ჰუმანიტარული ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარიზში, „მსურველთა კოალიციისთვის“ მიმართვისას განაცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, პუტინი ომის მეოთხე ზამთარს ცეცხლის შეწყვეტისკენ არ ისწრაფვის, პირიქით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დღემდე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმების ბრძანება გასცა.

მერცმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ცდილობს ომის დასრულებას, თუმცა ეს მხოლოდ იმ პირობით არის შესაძლებელი, რომ უკრაინა ამჯერად აშშ-სა და ევროპისგან რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

ცნობისთვის, დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც კოალიციის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განისაზღვროს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ:...

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი...