7 იანვარი, ოთხშაბათი, 2026
7 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის განცხადების გაყალბებაზე: ეს არის მორიგი მავნებლობა „ტვ პირველის“ მხრიდან. ცდილობენ დაამახინჯონ ყველაფერი, რაც კი ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან არის დაკავშირებული. ისინი დაკავებულნი არიან იმით, რომ მტრული საქმიანობა გააჩაღონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

ეს არის მორიგი მავნებლობა „ტვ პირველის“ მხრიდან და ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ. ისინი ცდილობენ და სამწუხაროდ გამოსდით, რომ თავიანთი მაყურებლის დიდი ნაწილი დააზომბონ და მოწყვიტონ რეალობას, დაამახინჯონ ყველაფერი, რაც კი ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან არის დაკავშირებული. დაამახინჯონ ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ტვ პირველის“ მიერ მამუკა მდინარაძის 14 თვის წინ ნათქვამი ციტატის გაყალბებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მაჭავარიანი სამარცხვინოს უწოდებს „ტვ პირველის“ მიერ განხორციელებულ ქმედებას და აცხადებს, რომ ისინი დაკავებულნი არიან ტელემაყურებლების დაზომბებით და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის წარმოებით.

„ამ შემთხვევაში მამუკა მდინარაძის კომენტარზეა საუბარი. სადაც პირდაპირ ხაზგასმული იყო მისი მხრიდან, რომ ეს არაღიარების პოლიტიკისთვის წარმატებული ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო და საერთოდ ამოიღეს ეს ფრაზა, იქედან გამომდინარე, რომ შებრუნებულად ეჩვენებინათ ეს ყველაფერი თავიანთი მაყურებლისთვის. ისინი, სამწუხაროდ, დაკავებულები არიანი იმითი, რომ ფაშისტურ იდეოლოგიაზე გადაიყვანონ თავიანთი ტელემაყურებლის ძალიან დიდი ნაწილი და დაკავებულნი არიან იმითი, რომ მტრული საქმიანობა გააჩაღონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ისინი ქართველ ხალხს მიიჩნევენ ისეთი შესაძლებლობების მქონე ხალხად, რომლებიც ამ ყველაფერს დაიჯერებენ მათ ასე ვთქვათ, ტყუილებზე აგებულ კამპანიებს, სპეციალიზებულები არიან ისინი დაჭრა, მიჭრა, მოჭრაში და ეს არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ძალიან სამარცხვინოა და თუ ისინი აპირებდნენ ბატონი მამუკა მდინარაძის ამ განცხადების გაშვებას წინ არაფერი არ ედგათ, რომ თავიდან ბოლომდე გაეშუქებინათ ეს განცხადება და ეს ამოჭრა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ დაზომბების მცდელობას აგრძელებენ თავიანთი ტელემაყურებლის.“-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The New York Times: ტრამპის...