5 იანვარი, ორშაბათი, 2026
5 იანვარი, ორშაბათი, 2026

ლევან ჭოტორლიშვილი-მადურო ისევე როგორც სააკაშვილი, ანგარიშს არ უწევდა გეოპოლიტიკის პრინციპებს. მადურო -სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, განსხვავება იმაშია, რომ ქართველ ხალხს ეყო ძალა რეჟიმის თავიდან მოშორებისთვის და დემოკრატიის გზაზე გადაწყობისთვის, ვენესუელელებმა ეგ ვერ მოახერხეს

ვხედავ მსგავსებას მადუროს რეჟიმს და სააკაშვილის რეჟიმს შორის. ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა,- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი

ჭოტორლიშვილის თქმით, ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა.

ის პარალელს ავლებს მიხეილ სააკაშვილთან და ამბობს, რომ მადურო-სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, რომლებიც ღიად მტრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ ძლიერ ძალებს.

“მადურო ვენესუელელი სააკაშვილი. გეოპოლიტიკური სარკული სიმეტრია.

არ ვამართლებ ამერიკის მოქმედებას (მერე რომ არ დამწამონ) მაგრამ, ვხედავ მსგავსებას მადუროს რეჟიმს და სააკაშვილის რეჟიმს შორის. ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა. ჩამოაყალიბეს კრიმინალური, კორუმპირებული მოძალადე რეჟიმები. თუმცა, მთავარი მსგავსება მადუროს და სააკაშვილის რეჟიმებს შორის არის გეოპოლიტიკაში.

მადურო ისევე როგორც სააკაშვილი, ანგარიშს არ უწევდა გეოპოლიტიკის პრინციპებს. ორივე ღიად მტრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ ძლიერ ძალებს, ორივეს იმედი ჰქონდათ ოკეანეს გაღმიდან სხვა ძლიერი ძალების მხარდაჭერის. მადურო -სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, ოღონდ ერთისთვის ოკეანეს გაღმა ჩინეთი იყო, მეორესთვის ამერიკა. ერთისთვის რეგიონში დომინანტი ძალა ამერიკა იყო, მეორესთვის რუსეთი. ორივე ციხეში ზის ამჟამად.

განსხვავება არის იმაში, რომ ქართველ ხალხს ეყო ძალა რეჟიმის თავიდან მოშორებისთვის და რაციონალური გეოპოლიტიკის და დემოკრატიის გზაზე გადაწყობისთვის, ვენესუელელებმა ეგ ვერ მოახერხეს.”- წერს ჭოტორლიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები