2 იანვარი, პარასკევი, 2026
2 იანვარი, პარასკევი, 2026

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს წევრი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში და ამასთან, “ნების კოალიციის“ საქმიანობა გააკრიტიკა.

https://www.eurointegration.com.ua/eng/news/2026/01/1/7228218/

კალინიაკის აზრით, ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს კოლექტიურ თავდაცვაში და ნატო უნდა ატარებდეს ამ პასუხისმგებლობას, რადგან ორი სარდლობა ეფექტიან თავდაცვას ვერ უზრუნველყოფს.

„ან ნატოში ვართ და მაშინ ეს აღარ გვჭირდება, ან ევროპაში ვართ“, – განაცხადა მან სლოვაკეთის საინფორმაციო სააგენტო TASR-თან ინტერვიუში.

გარდა ამისა, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრობლემებიც შეექმნება და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნათა ჯგუფს — „ნების კოალიციას“ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს წევრი. მისი აზრით, მას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც პრობლემები შეექმნება. მანვე განაცხადა, რომ უკრაინას ჰქონდა შანსი, 2022 წელს ომი დაესრულებინა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები