აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკომოვაჭრეთა კიდევ ერთი გემი ჩაძირა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გემი დაბომბა, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა ავრცელებს.

„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკების კონტრაბანდის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა და ნარკოტრაფიკით იყო დაკავებული“, – აღნიშნულია სამხრეთ სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციაში აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ დაბომბვას გემზე მყოფი ორი ადამიანი ემსხვერპლა. არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.

გაერთიანებულმა ოპერატიულმა ჯგუფმა ოპერაცია „სამხრეთ შუბის“ ფარგლებში გემი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის ბრძანებით დაბომბა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ:...

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი...