29 დეკემბერი, ორშაბათი, 2025
29 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

დავით ნარმანია: კომისიამ იმსჯელა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვა

ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება. გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, გადაწყვეტილება კომისიამ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო.

„კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი. ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები. ამიტომ ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს პარამეტრები მივიღოთ დაზუსტებული ფორმით. ამ მოცემულობებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ კანონით მონიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით, სამი თვის ვადით ტარიფები უცვლელი. მთავრობასთან გვქონდა კონსულტაციები გენერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს იყო ერთი მთავარი საკითხი, რაც იყო დასაზუსტებელი. გაზზეც ტარიფები რჩება უცვლელი ერთი წლის ვადით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები