ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80-85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო წლებში დასავლეთისა და შიდა ოპოზიციის არაერთი მცდელობა, ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევის მიზნით, სრულიად უშედეგოდ დასრულდა.

მისი თქმით, ასეთი სცენარები უკვე რამდენჯერმე სცადეს – ევროკავშირის გადაწყვეტილების, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თუ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების ფონზე, თუმცა ვერცერთხელ ვერ შეძლეს ქართველი საზოგადოების პროტესტის ორგანიზება.

„როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80–85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”.

როდესაც აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ეტყობა იქაც და აქაც მავანნი იმედოვნებდნენ, რომ პროევროპული 85% ქუჩაში გამოვიდოდა და რევოლუციას მოაწყობდა. რამდენიც გამოვიდა ვნახეთ, და შედეგი ისევ “0”.

28 ნოემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩათვალეს, რომ ამჯერად მაინც გამოვიდოდა ის საკრალური 85% და დაამხობდა ხელისუფლებას, რამდენიც გამოვიდა, რას მიაღწიეს და რამდენი დარჩნენ, ესეც ვნახეთ. შედეგი აქაც “0”.

ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარაც იგივე მიზანს ისახავს და იგივე ნულოვანი შედეგით დასრულდება.“ – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ:...

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი...