28 დეკემბერი, კვირა, 2025
28 დეკემბერი, კვირა, 2025

ზაალ ანჯაფარიძე „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: ოპოზიციური “ბაბლის” წარმომადგენლები ეწევიან მანიპულირებას, ინიციატივის გამოცხადებიდან რატომ მყისიერად არ გაიაფდა პროდუქცია – ძალიან “ბნელი” უნდა იყო ეს კითხვა დასვა, ან “ბნელი” უნდა გეგონოს ხალხი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე არაბუნებრივი 86%-იანი ფასნამატის მიზეზების გარკვევას, პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ამ პროცესმა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მოტივებიც გამოაჩინა.

ანალიტიკოსის თქმით, მაღალი ფასები არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფაქტორებითაც არის განპირობებული და პროცესში ოპოზიციასთან აფილირებული ბიზნესებიც მონაწილეობენ, რომლებსაც სერიოზულად მოუწევთ დაფიქრება და არჩევანის გაკეთება.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ გარკვეულიყო არაბუნებრივი 86%-ანი ფასნამატის მიზეზები, რასაც უნდა მოჰყვეს ამ სქემაში ჩართული სუბიექტების პასუხისმგებლობა, კიდევ ერთი ლუსტრაცია გამოიწვია.

გამოდგნენ ერთიანად ოპოზიციური “ბაბლის” წარმომადგენლები და ერთხმად აპროტესტებენ ფასნამატის შემცირებას. თან ეწევიან მანიპულირებას, რომ ინიციატივის გამოცხადებიდან რატომ მყისიერად არ გაიაფდა პროდუქცია. ძალიან “ბნელი” უნდა იყო ეს კითხვა დასვა ან “ბნელი” უნდა გეგონოს ხალხი.

ჩემი ვარაუდით მაღალი ფასები (თუ გახსოვთ, ადრე ნაცმოძმა ააგორა ეს კამპანია მოსახლეობაში პროტესტის ასაგორებლად), არის არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ პოლიტიკური ფაქტორებითაც გამოწვეული და ამაში ჩართული არიან ოპოზიციასთან აფილირებული ბიზნესები. მათ იციან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მათ ასეთი მანიპულაციების გამო რეპრესიების წნეხში არ გაატარებენ. როგორც ჩანს, ამით გათამამებულებმა “წითელი ხაზების” გადაკვეთა გადაწყვიტეს და როდესაც ხელისუფლებისგან ამაზე ადექვატური პასუხი მიიღეს, აწრიალდნენ, ისევე როგორც მთელი “ოპო-ბაბლი” ჩემს ეჭვს, რომ კონკრეტული ბიზნესები ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მოქმედებენ, ამყარებს შარშან ე.წ. “თავისუფალი ბიზნესების”(სინამდვილეში კი პოლიტიზებული ბიზნესების) ერთობლივი განცხადება, რომელიც ერთიერთში იმეორებდა ოპოზიციის პოლიტიკურ ნარატივებს და ახალ არჩევნებს მოითხოვდა.

ამჟამად უკვე ამ ბიზნესებს სერიოზულად მოუწევთ რაღაცეებზე დაფიქრება და არჩევანის გაკეთება.“ – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები