ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, ბაჩო ახალაიას მიერ 9 ოქტომბერს, თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს ეხმიანება, რომელშიც, კითხვაზე, გეგმავდა თუ არა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას, ახალაიამ შემდეგნაირად უპასუხა: “ეგ ხალხი რასაც აკეთებდა, იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ”.
ანჯაფარიძის შეფასებით, ახალაიას მაინც დანაშაულის აღიარება გამოუვიდა.
“ასეა თუ ისე, აღიარება გამოუვიდა. თან ცოლის IP -ით სარგებლობდა და ეგონა ვერ მიაკვლევდნენ?!” – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა.უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია“. მათივე განმარტებით, ახალაიას მხრიდან სხვადასხვა პირთან კომუნიკაცია, მეუღლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული აიპი მისამართის საშუალებით ხორციელდებოდა.









