მთავარია, ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოთხ ოქტომბერთან დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„არ ვიცი, ბაჩო ახალაია იყო თუ არა ოთხი ოქტომბრის აქციის დამხობის ორგანიზატორი. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, უპირველესად „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები თუ ინდივიდები, პასუხი აგოს. უპირველესად, ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ასევე ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც ე.წ. სეირის მაყურებლების როლში იყვნენ ოთხ ოქტომბერს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია ოთხი ოქტომბრის დამხობის პროვოკაციასთან, ამ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რადგან ამ ადამიანებმა საქართველოს დაუკარგეს მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების შეცვლის მომავალი. ოთხი ოქტომბრის ე.წ. პროვოკაციის შედეგად საქართველოში მოქმედი მშვიდობიანი პროტესტი დისკრედიტირებულია და ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავოთ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტის იდეის გადასარჩენად“, – განაცხადა კეკენაძემ.









