რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარკო რუბიოს განცხადებაზე კომენტირებისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლების განმავლობაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა ქვეყნის საზიანო პროექტების დაფინანსებისკენ.
„რასაც ვამბობდით ამდენი წლის განმავლობაში და რასაც უწოდებდნენ პრორუსულ განცხადებებს, იმაზე დღეს საუბრობს იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც თავად აფინანსებდა ასეთ პროექტებს. შესაბამისად, ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცხადი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









