25 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2025
25 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2025

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პრეზენტაცია გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც პროექტის ავტორმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში იუნკრებს სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ქვეყნის გენოფონდის ისტორიულ ქრონიკებზე, სხვადასხვა საუკუნეში სტატისტიკურ მონაცემებზე და მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების მთავარ გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრნენ.

„პროექტი „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკრებს წარვუდგინეთ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო მათთან შეხვედრა და თან განსაკუთრებულად ემოციური.

ამ შესაძლებლობისთვის მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს.

იუნკრებს ვესაუბრეთ სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ჩვენი ქვეყნის გენოფონდის ისტორიულ ქრონიკებზე, სხვადასხვა საუკუნეში სტატისტიკურ მონაცემებზე და მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების მთავარ გამომწვევ მიზეზებზე,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძე.

ცნობისთვის, პროექტი “მე, ოჯახი, სახელმწიფო” ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება”, ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები