24 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025
24 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

მედია: საფრანგეთი ვალების ქაოსში იძირება – პარლამენტი ვერ ახერხებს ბიუჯეტის მიღებას, რაზეც მთავრობა საგანგებო ზომებით რეაგირებს

საფრანგეთი ფინანსურ კრიზისშია მაღალი ვალისა და ბიუჯეტთან დაკავშირებული პოლიტიკური ჩიხის გამო: პარლამენტში შეთანხმების არარსებობის მიზეზით, მთავრობა გარდამავალ გადაწყვეტილებას მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული ონლაინ-გამოცემა Apollo News ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვალებისა და ფისკალური პრობლემების გამო, ქვეყანა უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა: მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მომავალი წლის ბიუჯეტის კანონზე, მთავრობამ გარდამავალი ღონისძიება განახორციელა რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს გააგრძელოს გადასახადების აკრეფა, სესხების აღება და ძირითადი სამთავრობო ხარჯების დაფარვა.

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, როლან ლესკიურმა, ტელეკომპანია BFMTV-სთან საუბარში განმარტა, რომ ეს მხოლოდ „მინიმალური მომსახურებაა“. მიღებული საგანგებო კანონის პირობებში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება შეუძლებელია – „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო ძვირი დაჯდება.“ ამიტომ, მთავრობა და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რეგულარული ბიუჯეტის სწრაფად დამტკიცებას მოითხოვენ. მთავრობის პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟეონმა, პრეზიდენტის სიტყვები მოიყვანა და აღნიშნა, რომ დროებითი გადაწყვეტა საფრანგეთის სტრუქტურულ ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. იანვრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს საბოლოო ბიუჯეტი, რომლის მიზანიც დეფიციტის ხუთ პროცენტამდე შემცირებაა. მიმდინარე წლისთვის პასუხისმგებელი პირები კვლავ 5,4-პროცენტიან დეფიციტს პროგნოზირებენ.

“მაღალი სახელმწიფო ვალის ფონზე საფრანგეთის წინაშე დგას ხარჯების შემცირების გადაუდებელი ამოცანა, რისთვისაც მკაფიოდ განსაზღვრული ბიუჯეტი აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, ამ ეტაპზე, ევროკავშირის მეორე უმსხვილეს ეკონომიკას ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტი ფინანსური გეგმა, რომელიც ნათლად განსაზღვრავს ხარჯებსა და დაზოგვებს. ეს გაურკვევლობა პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ სახელმწიფო ფინანსებს, არამედ იმ ბიზნესებსაც, რომლებიც სტაბილურ გარემო პირობებზე არიან დამოკიდებული.” – წერს გამოცემა.

Frankreich versinkt im Schuldenchaos: Parlament verabschiedet Haushalt nicht – Regierung reagiert mit Notlösung

ავტორი:

ბოლო სიახლეები