24 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025
24 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

რუბიო: დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი გადადგამს ნაბიჯებს, რათა გლობალური ცენზურის ინდუსტრიულ კომპლექსში წამყვან ფიგურებს შეეზღუდოთ აშშ-ში შესვლა

დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი გადადგამს ნაბიჯებს, რათა გლობალური ცენზურის ინდუსტრიულ კომპლექსში წამყვან ფიგურებს შეეზღუდოთ აშშ-ში შესვლა, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ევროპაში მოქმედი იდეოლოგები ორგანიზებულად ცდილობდნენ ამერიკული პლატფორმების იძულებას, რათა დაესაჯათ ამერიკული შეხედულებები, რომელთაც ისინი ეწინააღმდეგებიან. ტრამპის ადმინისტრაცია აღარ შეეგუება ექსტრატერიტორიული ცენზურის ამგვარ უხეშ ქმედებებს. დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტი გადადგამს ნაბიჯებს, რათა გლობალური ცენზურის ინდუსტრიულ კომპლექსში წამყვან ფიგურებს შეეზღუდოთ შეერთებულ შტატებში შესვლა. ჩვენ მზად ვართ და სურვილიც გვაქვს, გავაფართოოთ ეს სია, თუ სხვები არ შეცვლიან საკუთარ კურსს“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები