ირაკლი კობახიძე: ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო ძალიან სერიოზული მცდელობა გარე ძალების მხრიდან საქართველო კვლავ ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში.

„ჩვენ შევძელით, ჩვენი პრინციპული პოზიციით, ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ:...

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი...