22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

ზაქარია წიკლაური: კაია კალასის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, რომ კალასები და კუბილიუსები ღმერთები არ არიან და მათი ნათქვამი ხშირად შეიძლება იყოს მცდარი ან საერთოდაც ტყუილი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური კაია კალასის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მედიასთან ეხმიანება.

„კაია კალასი პოულობს დროს იმისთვის, რომ ქართველ საზოგადოებას აიძულოს საქართველოში რევოლუციური სცენარების განვითარება, ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყოს მოსახლეობა და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში, რაშიც, ფაქტია, ძალიან გაწაფულია“- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა და აღნიშნა, რომ კაია კალასის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით, ვერ გააჩენს კითხვის ნიშნებს მოსახლეობაში.

„კაია კალასის არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი მაგალითი თუ როგორ ავრცელებენ ევრობიუროკრატები დეზინფორმაციას. ვიდრე უშუალოდ ამ თემის ირგვლივ დავიწყებ საუბარს, მინდა საზოგადოებას ავუხსნა, ვინ არის კაია კალასი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიითა და კრიტიკით გამოირჩევა საქართველოს მიმართ. ეს არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამხილეს ტყუილსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში საკუთარ ქვეყანაში, ესტონეთში, თავისი პოლიტიკური ოპონენტის მიმართ.

სამი წლის განმავლობაში იგი ცდილობდა ამ ფაქტის დამალვას და ავრცელებდა დეზინფორმაციას. ბოლოს, უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო მისი სარჩელი და იგი დაავალდებულა, სოციალურ ქსელში ბოდიში მოეხადა თავისი ოპონენტებისთვის, ვისაც ამდენი წლის განმავლობაში ბრალს სდებდა. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, რომ კალასები და კუბილიუსები ღმერთები არ არიან და მათი ნათქვამი ხშირად შეიძლება იყოს მცდარი ან საერთოდაც ტყუილი.

როდესაც კაია კალასი საკუთარ ქვეყანაში აკეთებს ამას [ტყუის და ავრცელებს დეზინფორმაციას], ბუნებრივია, ქართული საზოგადოებისთვის მისი ნათქვამი არ იქნება დოგმა და არ იქნება ისეთი საკითხი, რომელმაც შეიძლება კითხვის ნიშნები გააჩინოს. ეს ადამიანი მხილებულია სიცრუესა და დეზინფორმაციის გავრცელებაში და მას რომ ჰქონდეს რაიმე მორალური ღირსება, თავად უნდა წერდეს განცხადებას და ტოვებდეს თანამდებობას. თუმცა ვხედავთ, რომ რჩება ამ პოზიციაზე და პოულობს დროს იმისთვის, რომ ქართველ საზოგადოებას აიძულოს საქართველოში რევოლუციური სცენარების განვითარება, ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყოს მოსახლეობა და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში, რაშიც, ფაქტია, ძალიან გაწაფულია ქალბატონი კალასი,“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე Reuters -ზე: ...