22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

თენგიზ შარმანაშვილი: ან გაემიჯნება TBC ბანკი ნანა დიხამინჯიას ტიპის ადამიანების წახალისებას, ან ჩვენ გვეცოდინება, რომ ის არის ერთ-ერთი მოძალადეთა წამახალისებელი ორგანიზაცია

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი TBC ბანკისა და ოპოზიციის აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას თანამშრომლობას ეხმიანება, რომელიც გამოირჩევა ზიზღის ენით საუბრითა და მძიმე შეურაცხმყოფელი განცხადებებით ადამიანთა მიმართ.

შარმანაშვილის განცხადებით, ნანა დიხამინჯია უბრალოდ აქციაზე მოსიარულე ქალბატონი არ არის, ის მრავალჯერაა შემჩნეული ადამიანების მიმართ ბულინგსა და საჯარო შეურაცხყოფაში.

მისი თქმით, TBC ბანკი ან გაემიჯნება ნანა დიხამინჯიას მსგავსი ადამიანების წახალისებას, ან საზოგადოებას ეცოდინება, რომ ის მოძალადეთა ერთ-ერთი წამახალისებელი ორგანიზაციაა.

„ნანა დიხამინჯია უბრალოდ აქციებზე მოსიარულე ქალბატონი რომ იყოს, ან თავისი აზრების გამოთქმის ამარა რომ იყოს არანაირი პრობლემა ისეთი არ იქნებოდა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის მრავალჯერ არის შემჩნეული იმაში, რომ ის პირდაპირ ბულინგს ეწევა ადამიანებისა. ქუჩაში მივარდნა, საჯაროდ ადამიანების შეურაცხყოფა. ანუ ფაქტობრივად, ძალადობრივ საქმიანობას ეწევა. თუ რაიმე სოლიდური სახის შენარჩუნება უნდა TBC-ის ასეთი ტიპის მოძალადეების წახალისება არის ყოვლად დაუშვებელი. ან მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ TBC ბანკი რაღაც სოლიდური ორგანიზაცია კი არ არის, არამედ არის ჩვეულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ახალისებს ძალადობას საქართველოში. თუ უნდა მას ასეთი სახელის დამკვიდრება „ღმერთმა ხელი მოუმართოს“, მაგრამ ჩვენც გვეცოდინება და შესაბამისად ვიფიქრებთ, როგორი დამოკიდებულება გვქონდეს ასეთი ტიპის ვითომ საფინანსო ორგანიზაციისადმი. ან გაემიჯნება TBC ასეთი ტიპის ადამიანების წახალისებას, ან ჩვენ გვეცოდინება, რომ ის არის ერთ-ერთი მოძალადეთა წამახალისებელი ორგანიზაცია.“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები