ევროპარლამენტის წევრმა AfD-დან (“ალტერნატივა გერმანიისთვის”), პეტრ ბისტრონმა, ვაშინგტონში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით, მაღალი დონის შეხვედრების სერია გამართა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბისტრონი შეხვდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე კონგრესის წევრებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ბისტრონი მიიღო ედ მარტინმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირემ.
მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო სასამართლო სისტემის სისტემატურ ბოროტად გამოყენებაზე გერმანიასა და ევროკავშირში პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად, ასევე AfD-ის გეგმაზე, შექმნას შესაბამისი საგამოძიებო კომიტეტები როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე.
ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე პირობა დადო, რომ გამოიძიებს ფულის გათეთრებისა და კორუფციის სავარაუდო ქსელებს, რომლებშიც მონაწილეობენ ევროპაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა OCCRP-ის, Save the Children-ის, Catholic Relief Services-ის, DAI-ის და Mercy Corps-ის ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ევროკავშირის დაფინანსებიდან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო მიიღეს სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში.
“ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ცალსახად განაცხადეს: ამერიკელები არ დაუჭერენ მხარს ქვეყნებს, სადაც ოპოზიცია იჩაგრება და სიტყვის თავისუფლება ფეხქვეშ ითელება”, – აცხადებს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი პარტია AfD-დან, პეტრ ბისტრონი.









