19 დეკემბერი, პარასკევი, 2025
19 დეკემბერი, პარასკევი, 2025

ლევან მაჭავარიანი მაკრონის განცხადებაზე: ვისაც დაგაჯერეს, რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებდა და თუ ვინმეს ეს არარეალურად მიაჩნდა, ის „რუსეთუმე“ იყო, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც პუტინთან ხელახლა ურთიერთობას ევროპისთვის “სასარგებლო” უწოდა.

მაჭავარიანი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უკრაინის გამარჯვება დააჯერეს, ხოლო საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებს “რუსეთუმედ” აცხადებდნენ, მოუწოდებს, რომ კრიტიკული აზროვნება დაიწყონ.

“ვისაც დაგაჯერეს, რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებდა და თუ ვინმეს ეს არარეალურად მიაჩნდა, ის „რუსეთუმე“ იყო;
უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ,” – წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/share/14QwtUXJXjB/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები