18 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2025
18 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2025

გიორგი გამსახურდია პოლონეთიდან ქართველების დეპორტაციაზე- ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში

გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრის პოსტს გამოეხმაურა, რომ პოლონეთიდან კიდევ 10 ქართველი დაადეპორტირეს.

„ჩემი დიდი პატივისცემა, მინისტრ მარჩინ კერვინსკის. ასევე დიდი პატივისცემა და გვერდში დგომა მინდა გამოვხატო, ყველა პოლონელი სამართალდამცავისადმი“-წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

გამსახურდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე უსვამს ხაზს და წერს, რომ პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილიც ძალიან დიდია.

„ჩვენ ათი წელია ვაშენებთ პოლიციურ თანამშრომლობას, რომელიც უამრავი და ყოველდღიური შრომით არის განმტკიცებული. არსებობს უამრავი მაგალითი და ფაქტი ჩვენი უწყებების თანამშრომლობის და ვფიქრობ კარგი იქნება ამ ყველაფერზე საჯაროდ გვესაუბრა და მიგვეწოდებინა ინფორმაცია, როგორც პოლონურ, ისე ქართულ საზოგადოებაზე.

ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში“- წერს გიორგი გამსახურდია.

https://www.facebook.com/share/p/1H88vA7t5f/

ავტორი:

ბოლო სიახლეები