17 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025
17 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული უსაფუძვლო კამპანიები სწორედ იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც თურმე ჩართულები არიან რუსეთის სასარგებლო ქმედებებში

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც თავად აწარმოებენ რუსეთის სასარგებლო ქმედებებს, საქართველოს მისამართით დეზინფორმაციული კამპანიის წარმოების მიზანი ქვეყნის იმიჯის დაზიანება იყო.

„ეს ის ქვეყნები არიან, რომლებიც ძალიან ხშირად სწორედ იმ უარყოფითი ტენდენციების შემოქმედები არიან, რასაც შემდეგ ჩვენ ვაწყდებით ხოლმე ბრიუსელში. სამწუხაროდ, ის კამპანიები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე განიცადა, ყოველთვის უსაფუძვლო იყო და მიმართული იყო ჩვენი იმიჯისა და რეპუტაციის დაზიანებისკენ და ჩვენი ინტერესების შელახვისკენ. აქ საუბარია ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე როდესაც ეს კამპანიები ეწყობა, როდესაც ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციები ვრცელდება, ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არაერთხელ ვიხილეთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სწორედ იმ ქვეყნების მხრიდან გრძელდება, რომლებიც ჩართულები არიან თურმე რუსეთის სასარგებლოდ გარკვეულ ქმედებებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა,

ლატვიური მედიის ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში თითქმის 2 ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკია ექსპორტირებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები