ლადო სადღობელაშვილი ლევან სანიკიძეზე: ამ გენმოდიფიცირებული ღლაპის ბაბუამ უღალატა ზვიადს, მამამ КГБ-ს ნომრიანმა აგენტმა უღალატა ბიძინას, ახლა უკვე თვითონ გაყიდული “გუბაზოვიჩი” ცდილობს ქვეყანა მიჰყიდოს ოკეანეს გადაღმა გადამთიელებს – ამ უღირსი საქციელით, ამ გენეტიკურად მოღალატეს თავი მოაქვს და ამაყობს

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, “ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის 70 პროცენტი წყდება ქვეყნის გარეთ”.

სადღობელაშვილის განცხადებით, “გენეტიკურად მოღალატე” ლევან სანიკიძე, ამაყობს იმით, რომ ცდილობს, ოკეანის გაღმა გაყიდოს საკუთარი ქვეყანა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან სახელმწიფოს ღალატსა და მის გაყიდვაში.

“ამ გენმოდიფიცირებული ღლაპის ბაბუამ უფროსმა ლევანმა უღალატა ზვიადს და მას გაქცეული პრეზიდენტი ეძახა…!

მამამ КГБ-ს ნომრიანმა აგენტმა გუბაზმა, უღალატა ბიძინას რადგან მილიონი არ გადაუხადეს!

თვითონ ეს “სპლიყვი” ჯერ მოღალატე მამამ სააკაშვილს ჩაუყვანა უკრაინაში (მიჰყიდა) და ახლა უკვე თვითონ გაყიდული “გუბაზოვიჩი” ცდილობს ქვეყანა მიჰყიდოს ოკეანეს გადაღმა – გადამთიელებს…!

ყველაზე გასაოცარი კი არის ის რომ ამ უღირსი და ყოვლად მიუღებელი საქციელით, ამ გენეტიკურად მოღალატეს თავი მოაქვს და ამაყობს, თურმე ქვეყნის ბედი საზღვარგარეთ წყდებაო! ასეთი საქციელისთვის 150 – 200 წლის წინ თავს მოჰკვეთდნენ ან ცოცხლად სარზე ააცმევდნენ, დღეს კი ეს ჰიბრიდული მუტანტი თავის ღალატს ქვეყნის სამსახურში ყოფნად ასაღებს!

საოცარია პირდაპირ, სატირალი რომ არ იყოს, სამწუხაროდ ასეთი ლიდერები ჰყავს ოპოზიციას… ადამიანები რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ტიპიურ ღალატში! ქვეყნის და სახელმწიფოს გაყიდვაში!

P.S. ვიმეორებ ღალატი ამ ოჯახს სისხლში – გენეტიკაში აქვს!” – წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...