17 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025
17 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

სოზარ სუბარი: ნაციონალური მოძრაობა, საია და მთელი ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და ენჯეოების დიდი ნაწილი ქვეყანაში მეხუთე კოლონას წარმოადგენს და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არიან

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.

„ასეთი პოლიტიკური სუბიექტი [ნაციონალური მოძრაობა] არ შეიძლება იყოს პოლიტიკაში, რადგან იგი წარმოადგენს ანტიეროვნულ და ანტიადამიანურ ძალას“, — განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ, რომელიც საკუთარ თავს ადამიანის უფლებადამცველს ეძახის, ყველაზე კარგად უნდა იცოდეს ნაციონალური მოძრაობის წარსული.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც საკუთარ თავს ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციას უწოდებს, ყველაზე კარგად უნდა იცნობდეს ნაციონალური მოძრაობის წარსულს. ასეთი პოლიტიკური სუბიექტი [ნაციონალური მოძრაობა] არ შეიძლება იყოს პოლიტიკაში, რადგან იგი წარმოადგენს ანტიეროვნულ და ანტიადამიანურ ძალას. როდესაც საია იცავს ასეთ პარტიას, ის ავტომატურად მისი თანამოაზრე ხდება.

გამოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობა, საია და მთელი ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და ენჯეოების დიდი ნაწილი ქვეყანაში მეხუთე კოლონას წარმოადგენს და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არიან“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები