ზურაბ ქადაგიძე: კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ დაამკვიდრა ასეთი აღქმა, რომ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალა აბსოლუტურად ყველა საკითხში უნდა ეწინააღმდეგებოდეს ხელისუფლებას

ქვეყნაში რაციონალური და კონსტრუქციული ოპოზიციის აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებისგან განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს შეუძლიათ დაანგრიონ ნაციონალური მოძრაობის მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპი. კერძოდ, მისი თქმით, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ოპონირება განახორციელონ და არ გააგრძელონ რადიკალების მიერ აქამდე დამკვიდრებული ჩასაფრების პოლიტიკა.

„სამწუხაროდ, საქართველოში კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ დაამკვიდრა ასეთი აღქმა, რომ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალა აბსოლუტურად ყველა საკითხში უნდა ეწინააღმდეგებოდეს ხელისუფლებას და ცდილობდეს, სხვადასხვა მანიპულაციითა და ინსინუაციით პოლიტიკური ქულების დაწერას.

ამიტომ ვამბობ, რომ ეს შეხედულება არის მცდარი. ახლა არის შესაძლებლობა იმის, რომ განსხვავებული შეხედულების მქონე უამრავმა პოლიტიკურმა ძალამ და ჯგუფმა შექმნან და ჩამოაყალიბონ გარკვეული პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებას გაუწევენ ოპონირებას. ეს ასეც უნდა იყოს, რათა სამომავლოდ ასეთმა პოლიტიკურად რაციონალურად მოაზროვნე სუბიექტებმა შექმნან პრეცენდენტი და პოტენციურად ჩაითვალონ ხელისუფლების ღირსეულ შემცვლელებად,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...