ეკა სეფაშვილი: ყველა სანქცია რეალურად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა იყო

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როდესაც მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა.

დეპუტატის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, თუ რაოდენ უსამართლო იყო საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ მითიური, ვითომდა, დემოკრატიის დაცვის საბაბით,“ – აღნიშნა მან.

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, თუ რაოდენ უსამართლოდ იყო ნებისმიერი სანქცია გამოყენებული საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ მითიური, ვითომდა, დემოკრატიის დაცვის საბაბით. რეალურად კი, ეს იყო საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...