გია აბაშიძე: უკრაინასთან ვითომ სოლიდარული ევროკრატები კრემლის სამხედრო მანქანას კვებავენ, ბოლო მხილებით, ლატვიის გავლით, რუსეთში სამხედრო დანიშნულებისთვისაც აუცილებელი კაუჩუკი მიედინება

ლატვიის ტელემაუწყებლის, LTV-ს გადაცემა De facto-ს ცნობით, 2024 წელს, ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის 2000 ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული. ტელემხილებაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთში ნატურალური კაუჩუკი სხვა დანიშნულებასთან ერთად, ასევე გამოიყენება სამხედრო თვითმფრინავების წარმოებაში, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, უტიფრობის ზენიტში არიან ბალტიის პოლიტიკოსები, “კოლექტიური ბრაჟეები, ცაჰკნები და ბუდრისები”, როცა ქართველებს გვამუნათებენ, რომ ანტიუკრაინელები ვართ.

„უკრაინასთან ვითომ სოლიდარული ევროკრატები კრემლის სამხედრო მანქანას კვებავენ; ბოლო მხილებით, ლატვიის გავლით, რუსეთში სამხედრო დანიშნულებისთვისაც აუცილებელი კაუჩუკი მიედინება.

უტიფრობის ზენიტში არიან თუნდაც ბალტიის პოლიტიკოსები, კოლექტიური ბრაჟეები, ცაჰკნები და ბუდრისები, როცა ჩვენ გვამუნათებენ, რომ თურმე ანტიუკრაინელები ვართ.

ლატვიის ტელემაუწყებლის, LTV-ს გადაცემა De facto-ს ცნობით, 2024 წელს, ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის 2000 ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული. ტელემხილებაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთში ნატურალური კაუჩუკი სხვა დანიშნულებასთან ერთად, ასევე გამოიყენება სამხედრო თვითმფრინავების წარმოებაში.

“როგორც უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭომ გამოავლინა, ევროკავშირიდან რუსეთში ნატურალური კაუჩუკის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი პირდაპირ ლატვიაზე გადიოდა. რუსეთში ეს კაუჩუკი ასევე გამოიყენება სამხედრო თვითმფრინავების საბურავების წარმოებაში”, – ნათქვამია De facto-ს სიუჟეტში.“ – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...